1. პორტფოლიოს გადახედვა. ( ტრენინგი დავიწყეთ გამეორებით:ფასილიტაცია, გაჯეტები, პორტფოლიოს ატვირთვა. შევისწავლეთ ბლოგში გვერდების ჩასმა,ასევე ფოტო ალბომის შექმნა და ბლოგზე გადატანა. ამასთან ერთად ტრენერმა გვასწავლა, როგორ უნდა წავშალოთ გვერდი. შემდეგ თითოეულმა მონაწილემ პროექტები წარადგინა.
2. youtube- ვიდეოფაილების საცავი. (განვიხილეთ ვიდეო ფაილების ატვირთვა)
3. პროექტების პრეზენტაცია. (ტრენინგის ყველა მონაწილემ წარადგინა თავის პროექტი და ისაუბრა ტრენინგის მნიშვნელობაზე).
4. ტრენინგის შეჯამება.
2. youtube- ვიდეოფაილების საცავი. (განვიხილეთ ვიდეო ფაილების ატვირთვა)
3. პროექტების პრეზენტაცია. (ტრენინგის ყველა მონაწილემ წარადგინა თავის პროექტი და ისაუბრა ტრენინგის მნიშვნელობაზე).
4. ტრენინგის შეჯამება.
ჩატარებულ ტრენინგებს შორის, რასაც კი დავსწრებივარ,ინტელის ძირითადი სასწავლო კურსი ყველაზე მეტად მომეწონა, ძალზე საინტერესო იყო, რადგან აქ შევისწავლეთ პროექტებით სწავლება. გავეცანით რვა მოდულს.
პირველ დღეს გავეცანით ინტელის ძირითად კურსის მიზნებს, გავეცანით გზამკვლევს, ვისწავლეთ რა არის ვიუერი, ჩეკლისტი, შევქმენით პორტფოლიოს საქაღალდე , შევქმენით ბლოგი.
მეორე დღეს მიმოვიხილეთ პროექტები, დავამზადეთ ბუკლეტები. ვისწავლეთ ბლოგში სურათის ჩაცმა.
მესამე დღეს გავაცანით სტანდარტს, ვიმუშავეთ პროექტის გეგმაზე. გავიგე, რა არის მიმართულების მიმცემი საკვანძო კითხვები .
მეოთხე დღეს განვიხილეთ შეფასებები. შევადგინეთ დროში გაწერილი გეგმები, შევისწავლეთ პროექტის პორტფოლიოს პრეზენტაცია, პორტფოლიოს შექმნა და ბლოგზე გადატანა.
მეხუთე დღეს ვისწავლეთ გამოყენებული ლიტერატურის შაბლონები, კომენტარები ბლოგზე, შევქმენით მოსწავლის ნიმუშის ბლოგი.ვისწავლეთ ბლოგის სათაურის შეცვლა, ბლოგის წაშლა, აღდგენა. ვისწავლეთ, რომ გაჯეტი არის ტექნოლოგიური ინსტრუმენტი.
მეექვსე დღეს გავეცანით მოსწავლის პრეზენტაციას, შეფასებებს, ვიმუშავეთ ბლოგზე.
ტრენინგის მე- 7 დღეც საინტერესო გამოდგა.ამ მოდულში გავეცანით, რომ პროექტზე მუშაობისას აუცილებლად გათვალისწინებული უნდა იყოს ყველა მოსწავლის საჭიროება. ვისწავლეთ ბლოგის გაჯეტში საათის ჩასმა, ვიმუშავეთ პროექტის გეგმაზე.
მერვე დღეს შევქმენით ფასილიტაციის რესურსი. გადავხედეთ პორტფოლიოს, ავტვირთეთ ბლოგზე.
ტრენინგის მე-9 დღეს ვისწავლეთ ბლოგის გვერდების ჩასმა. შევქმენით ალბომი და გადავიტანეთ ბლოგზე. ბოლოს ტრენინგის თითოეულმა მონაწილემ წარადგინა პროექტი.
პედაგოგებმა ერთხმად აღნიშნეს, რომ ინტელის სასწავლო პროგრამა აქტუალურია, რადგან ამ პროგრამით 21-ე საუკუნის იმ უნარ- ჩვევებს ვთავაზობთ მოსწავლეებს, რომელთა გარეშეც დღევანდელი სკოლა წარმოუდგენელია. მე კი, პირადად , ჩემ მიერ შეძენილ ცოდნას გამოვიყენებ მასწავლებლის პორტფოლიოს შესაქმნელად.
დიდი მადლობა ჩვენს დაუზარელ ტრენერს ქალბატონ ქეთი ცერაძეს.
დიდი მადლობა ჩვენს დაუზარელ ტრენერს ქალბატონ ქეთი ცერაძეს.